Just სიზმრები

Latest

GEM Fest 2016 – ყLineUp

ჯემფესტი 2016-ის ლაინაპი ჯერ არ დადებულა, მაგრამ ერთს ნაღდად გეტყვით: მე ვიყო ბეზრუკოვი, თუ ლეპსვერაძე გრეგორა მოხვდეს ლაინაპში!

მე მითქვამს და ვნახავთ კიდეც!

 

lepsi

სიზმარი?


მიჩნეულია, რომ ყოველი ჩვენგანი ღამით საშუალოდ 5 სიზმარს ხედავს, ხოლო ამახსოვრდება მხოლოდ ის სიზმარი, რომლის “მიმდინარეობის დროსაც ეღვიძება”
სიზმრებს ადამიანი ძირითადად სწრაფი ძილის დროს ხედავს. თუ ადამიანს სწრაფი ძილის დროს გავაღვიძებთ, იგი კარგად მოგიყვებათ სიზმარს. სწრაფი ძილის დამთავრებიდან 5 წუთის შემდეგ თუ გავაღვიძებთ, იგი გაიხსენებს სიზმარს, თუმცა ნაწილობრივ, 10 წუთის შემდეგ კი, უმეტესობას არ ახსოვს თუ რა ესიზმრა.
სწორედ ესაა მიზეზი იმასა, რომ დილით ნანახი სიზმარი კარგად ახსოვთ, რადგა ამ დროს ადამიანის ტვინი სწრაფი ძილის უკანასკნელ ფაზეს განიცდის.
ძირითადად, სიზმარს მხოლოდ ვიზუალური მხარე ახასიათებს. იგი არ მოიცავს სუნს და გემოს; ან შავთეთრია, ან ფერადი. ხშირად სიზმარი მეორდება. შეიძლება დაგესიზმროთ, რომ დაფრინავთ, ეცემით, მახეში ხართ გაბმულლი, ხვდებით მეგობრებს უცნაურ ადგილას ან თუნდაც უცხოებს ნაცნობ ადგილას. ზოგ სიზმარში ისეთ სიტუაციაში ხართ, გაქცევა გინდათ და ვერ გარბიხართ, არაფერი გამოგდით…
საუკუნეების განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ გამოეყოთ სიზმარი, აეხსნათ იგი. სიზმრის ერთ-ერთი ახსნის მიხედვით მისტიკური მოვლენაა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია სხვადსახვა დროში, ადგილსა და განზომილებაში გადავიდეს. ზოგჯერ ადამიანები “მოგზაურობენ მომავალში” და წინასწარმეტყველებენ რა მოხდება. ასეთ სიზმრებს “წინასწარმეტყველური სიზმრები” ეწოდება. საერთოდ, უძველეს შეხედულებათა მიხედვით, სიზმარი უმაღლეს ძალათა ზემოქმედების შედეგია, ამიტომ იგი ყოველთვის რაიმე აზრს შეიცავს, რომელიც ჩვენს მომავალს ეხებს და ნეთელს ჰფენს მას. საჭიროა მხოლოდ ამ აზრის წვდომა (ეს “სიზმრის ახსნის” საშუალებით ხერხდება).
ფსიქოლოგები ძილსა და სიზმარს საკმაოდ სერიოზულად განიხილავენ. საკმაო შრომები აქვთ ამ საკითხთან მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ფსიქოლოგებს და არსებობს ათასნაირი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. გავეცნოთ მის ძირითად აზრს და შინაარს, რომელიც მათი მასაზრების შეჯერების შედეგია.

ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არ სძინავთ

XX საუკუნის 40-იან წლებში ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ტრენტონში 90 წლის მოხუცი ალ ჰერპინი ცხოვრობდა. მას არასოდეს უძინია თავის სიცოცხლის მანძილზე. იგი ბევრმა ექიმმა გამოიკვლია, თუმცა მას არაფერი სჭირდა და უძილობის მიუხედავად ჯანმრთელობას არ უჩიოდა. შრომით დაღლილი ჰერპინი სავარძელში ჯდებოდა და იქამდე კითხულობდა, სანამ არ დაისვენებდა. მერე კი, ხელახლა იწყებდა მუშაობას.
უძილობით დაავადებულთაგან ასევე ცნობილია დევის ჯონსი (აშშ), რომელსაც პერიოდული შეტევები ჰქონდა. ერთ-ერთი გამოცემა წერდა, რომ უკვე 93 დღე-ღამე იყო, რაც მას აღარ სძინებოდა.
ერთ უნგრელ ქალბატონს რეიჩელ საგის თავის ტკივილები აწუხებდა. 1911 წელს უჩვეულო თავის ტკივილმა გამოაღვიძა და ექიმს მიმართა. მან ურჩია რეიჩელს ნაკლები ეძინა. ექიმი მართალი აღმოჩნდა. იმ დღიდან რეიჩელს არ ძინებია. თავის ტკივილსაც აღარასოდეს შეუწუხებია.
1961 წლის 11 აგვისტოს იუსტ ბერნეტს 81 წელი შეუსრულდა. იგი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ადამიანი იყო, სანამ ერთ დღეს ძილის სურვილი და მოთხოვნილება არ დაკარგა. მაშინ 27 წლის იყო. 54 წელი არ ეძინა. ღამღამობით კითხულობდა, მუსიკას უსმენდა და კროსვორდებს ხსნიდა.
ვიეტნემელი ტაი იგოკის ქრონიკული უძილობა 1937 წლის ციებ-ცხელების შემდეგ დაეწყო. მას შემდეგ კაცს საერთოდ არ სძინებია, თუმცა უძილობა დისკომფორტს არ უქმნიდა. იგი ამ დროს კარგად იყენებდა. მაგალითად: ცხვრებს ითვლიდ, ფერმას დარაჯობდა… სამი უძილო თვე ორი უზარმაზარი ორმოს ამოთხრას მოანდომა, რომელშიც შემდეგ თევზები მოაშენა. ექიმებმა მის ორგანიზმში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს.
ეს ფემონენი დღემდე გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის.

წყარო – პოსტის მისამართი

სვითის სიზმარი

ძალიან ბევრ სიზმარს ვხედავ ამ ბოლო დროს.

წუხელ თბილისი დაინგრა.

ჯერ რაღაც კორპუსის სახურავზე ვიდექი, ვცეკვავდი. მგონი roof-party-ს ვესწრებოდი, ხელში სასმელიც მეჭირა… მეგობრებიც იქვე ცეკვავდნენ.

უცებ თმაზე ხელი ჩამოვისვი და ნახევარი ხელში შემრჩა. ვუყურებ ამ თმას და შიშით ვივსები…

უცებ ფეხ ქვეშ სახურავი ორად გაიხლიჩა. შენობა მიწისკენ წავიდა, მე კი ვდგავარ როგორც ლიფტში და თმა და გული თავს ზემოთ, ჰაერში მრჩება… გარშემო ყველაფერი ფანტასტიკურად ლამაზია. იასამნისფერი ცა, დიდი ფაფუკი იასამნისფერი ღრუბლებით. შენობა კი იდგა მწვანე მინდორზე იდგა და ვხედავდი როგორ ვუახლოვდები მიწას.

დაასკდა ნანგრევები მინდორს, მე გადმოვბობღდი, არაფერი მტკენია. სიარული გავაგრძელე. გარშემო ყველა გაქრა, აღარც მეგობრები, აღარც მუსიკა, აღარც ჩემი კოქტეილის ჭიქა. თან ოდრი ტატუ ვარ.

უცებ დავინახე რომ შორიდან ჩემსკენ ლიანდაგი (!) მოდის. ამ ლიანდაგს ყვითელი ავტობუსი მოჰყვება, ოღონდ იცით როგორი ავტობუსი? უჭერო, “ამერიკულ მთებზე” რაც დადის აი ეგეთი ოღონდ ბორბლებიანი და ყვითელი.

მოკლედ მოდის ლიანდაგი და მოჰყვება ეს ვაგონებიანი ავტობუსი. ზუსტად ჩემს ფეხებთან შეყოვნდა ლიანდაგი. ავტობუსიც გაჩერდა…

სიზმარისიზმარი 

ვიღაც ლურჯ ფორმიანმა კარები გამიღო ხელი მტაცა და სკამზე მიმაბა უსაფრთხოების ღვედით.

მე ვცდილობ, ვუთხრა, რომ ხურდა არ მაქვს და ბილეთს ვერ ავიღებ (?!), მაგრამ პირზე აკრული მაქვს უსაფრთხოების ღვედი და ხმას ვერ ვიღებ.

ვაგონში მიმოვიხედე. ვიღაც უცხო ხალხი ზის, ზოგი თვლემს, ზოგს ზურგზე ბავშვი ჰკიდია. ლურჯფორმიანი მეუბნება, რომ ყველაფერი დაინგრა და ამ ხალხის ევაკუაცია უნდა მოახდინონ. გული მისკდება. მაგრამ რაღაც  ყველა განსაკუთრებულად მშვიდადაა…

გადავწყვიტე გამეგო სად იყვნენ ჩემი მეგობრები ან ვინმე ნაცნობი მაინც. შევეცადე უსაფრთხოების ღვედისგან თავი დამეხსნა და უკანა ვაგონში გადამეხედა.

ძლივს გადავიხედე და დავინახე ერთი ჩემი კლასელი მიქნევს ხელს იქიდან და მიღიმის. (ამ გოგოს სურათს გუშინ შემთხვევით გადავაწყდი ფეისბუქზე! :D )

ის რომ დავინახე გული დამიმშვიდდა და გავჩერდი. გადავწყვიტე რომ მთელი საევაკუაციო ბანაკი შემომეარა და დანარჩენებიც მეპოვა.

მერე ჩავარდნა მქონდა მეხსიერებაში, არ მახსოვს სად წამიყვანეს, მაგრამ მახსოვს, რომ რაღაც community სამუშაოებს ვასრულებდი და თავგადაკლული ვცდილობდი ევაკუირებულთა შორის ჩემი შეყვარებული – ეშტონ კუჩერი (სულ მეგონა ამ ბიჭის გვარი “კაჩერი” იყო, თურმე ვცდებოდი) მომეძებნა, რომელიც მიწისძვრის დროს დაიკარგა.

იმ საღამოს როცა roof-party-ზე წავედი, ეშტონმა სადღაც სხვაგან დამპატიჟა და არ გავყევი და ახლა სასტიკად ვნანობდი. ვფიქრობდი, “ერთად რომ ვყოფილიყავით, ის მაინც ხომ მეცოდინებოდა ახლა სად არის”-მეთქი.

და ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, ვერა და ვერ ვპოულობდი ჩემს ეშტონს.

ერთ დღეს კი, ისევ იმ მწვანე მინდორზე საკერავი (???!) მქონდა გატანილი და დავინახე, რომ გორაზე პატარა სილუეტი გამოჩნდა და მიხვდი რომ ეს ეშტონია და წამოვხტი ფეხზე, მაგრამ ზუსტად ამ დროს ხელში (ცერა თითის ქვემოთ ყველაზე რბილი ადგილი სადაც არის ხელის გულზე) ნემსი შემერჭო ძალიან ღრმად და თან წვერით კი არა, არამედ იმ მხრიდან საიდანაც ძაფი უნდა გაუყარო!!!

სადაც ნემსი შემერჭოსადაც ნემსი შემერჭო 

ისე მეტკინა, ისე მეტკინა რომ თვალებიდან ცრემლები წამომცვივდა და ამ დროს ეშტონი მოვიდა, გახარებული რომ მიპოვა როგორც იქნა და უნდოდა გადამხვეოდა და ეკოცნა…

მე კი ვტირივარ, რომ ხელში ნემსი შემერჭო.

და გამეღვიძა.

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი

კოშმარული სიზმარი

horror

დღეს forum.ge-ზე წავიკითხე ერთ–ერთი იუზერის პოსტი, სადაც ის თავის უცნაურ კოშმარზე ყვებოდა და გამახსენდა ჩემი უცნაური კოშმარი.

ორივე შემთხვევა (ჩემიც და მისიც) დაახლოვებით 10 წლის წინ მოხდა.

ჯერ დავიწყებ ჩემით და მერე დავწერ მისას

დაახლოვებით ცხრა–ნახევარი წლის წინ, 2001 წლის იანვარში, გარდამეცვალა ბებია და ეს სიზმარიც ზუსტად იმ ღამეს ვნახე. ბებიაჩემი რამდენიმე დღე იწვა ლოგინში და რომ ვიძნებდი არც მეგონა თუ მეორე დღეს ცოცხალს ვეღარ ვნახავდი. მისი სიკვდილის შესახებ მეორე დღეს გავგე. ბებია ზუსტად 12 საათზე გარდაცვლილა. მე კიდევ ამ დროს უკვე მეძინა.

იმ ღამეს ვნახე საშინელი სიზმარი. კოშმარები კი ხშირად მესიზმრება, მაგრამ, რო ვიღვიძებ და ვიხსენებ ხოლმე, ყველა მათგანზე მეცინება. ეს სიზმარი გამონაკლისი იყო. მოკლედ რა ხდებოდა სიზმარში:

მე და ჩემი და ვიყავით სასტუმრო ოთახში (ტიპური ხრუშჩოვკა. 3 ოთახიანი, ლოჯიით), გარშემო კი ყველა ოთახში რაღაც ჯუნგლებივით იყო, ოღნდ ეს არ იყო ტყე, რაღაც მისტიკური ჯუნგლებივით იყო, უცნაური არსებებით. ვიცხედით ერთმანეთთან ჩახუტებულები და გვეშინოდა. არსებებიც და ჯუნგლებიც სხვა ოთახებს არ სცილდებოდნენ და სასტუმროში არ შემოდიოდნენ. რამდენჯერმე ვცადე შიგნით შესვლა იმ ოთახში, სადაც მაშინ დედასთან და მამასთან ერთად გვეძინა ხოლმე მე და ჩემ დას, მაგრამ რაღაც არსებებმა შემაშინეს და უკან გამოვიქეცი. სახლში ვიყავით სულ მარტოები. მაგრამ იყო იქ კიდევ რაღაც, რაც საშინელ ხმას გამოსცემდა. არც კი ვიცი რას ჰგავდა ეს ხმა. ეს ჰგავდა რაღაცის ხროტინს, ხრიალს და კიდევ იმ ხმას, მძმე ავეჯს რო იატაკზე ახოხიალებ ერთად აღებულს.
უცბათ გამომეღვიძა. მაგრამ შიშმა არ გამიარა. არ გამქრალა ის ხმაც.
ორსართულიან ლოგინში ვიწექით მე და ჩემი და. მე _ ზევით, ის _ ქვევით. ჩავყავი ხელი და გავაღვიძე, ვკითხე, მასაც თუ ესმოდა ხმა. ჩემმა დამ მითხრა რომ ესმოდა. მერე უკვე დეტალებში აღარ მახსოვს. ფაქტია რომ ჩამეძინა. მეორე დღეს გავიგე, რომ ბებია გარდაცვლილა. გავიდა დრო და ეს სიზმარი მოვყევი და ის ვარაუდიც გამოვთქვი, რომ ავეჯს აადგილებდით ეტყობა და მაგას მივამსგავსე ხმა–მეთქი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ავეჯი გადაუადგილებიათ და ჩემი და ჩემი დის გარდა ეს ხმა არავის გაუგია, არადა მამიდაჩემს ის ღამე თეთრად გაუთენებია გარდაცვლილი დედის ოთახში.

ხლა კი, სიზმარი რომელიც თბილისის ფორუმზე წავიკითხე:

დაახლოებით 10 წლის წინ ვნახე სიზმარი, რომელსაც მანამდეც ხშირად ვხედავდი და მას შემდეგაც

ძნელია ამ სიზმრის აღწერა, მაგრამ შევეცდები

სიზმარში ვხედავდი რომ მე არ ვარსებობდი და არ ვგრძნობდი ისე როგორც ახლა, მაგრამ სადღაც “ვარსებობდი” და სხვანაირად “ვგრძნობდი”, ჩემს გარშემო იყო ქაოსი, ყველაფერი მესმოდა რაც კი ხდებოდა ან მომხდარა ერთდროულად, ოღონდ ეს ყველაფერი იყო მხოლოდ უარყოფითი, ყველაფერი მესმოდა საუბარი, ქარი, წვმისი წვეთი, საშინელი ხმაური იყო, მაგრამ ამ დიდი საშინელი ხმაურიდან შემეძლო ყველა დეტალისთვის ცალ-ცალკე მომესმინა, ვიყავი ჩაკეტილი საკუთარ თავში და ღრმად ჩასული, ისე რომ ჩემს თავს მტლიანად ვაკონტროლებდი, არ ვიცი როგორ ავხსნა ეს როგორი გრძნობა იყო, ამიტომ ვიტყვი უჩვეულო. ამ ქაოსში და ხმაურში, რომელიც ზედაპირულად იყო ქაოსი და ხმაური, მაგრამ მე ამ ქაოსში კანონზომიერებასაც ვგრნძობდი და ხმაურში ყველა უმნიშვნელო სიჩუმესაც, ამ “კანონზომიერმა” ქაოსმა დაიწყო დანგრევა, განადგურება და ვეღარ ვსუნტქვადი ჩემი ტავი რომელსაც ვაკონტროლებდი ,ამის “ტყვე” გავხდი, როგორ ავხსნა თითქოს ჩემი თავი რომელშიც ჩავიკეთე და ღმრად ჩავედი აღარ მიშვებდა იმდენად რომ ვეღარ ვსუნთქავდი, ვიგუდებოდი და ამ დრო რაღაცამ თუ ვიღაცამ მარჯვენა მხარზე ძლიერად მომკიდა ხელი და თითქოს ამომათრია ჩემივე თავიდან

რომ გამეღვიძა, ბვიგუდებოდი თითქოს სუნტქვა მქონდა მანამდე შეკრული და ძლივს ამოვისუნთქე. მარჯვენა მხარზე მქონდე უზარმაზარი ხელის ანაბეჭდი, წითელი იყო მთლაინად სისხლჩაქცევებით და საერთოდ არ გავდა ადამიანისას მოყვანილობით, მაგრამ ფორმა და კონტურები ქონდა ძალიან მკვეთრი…

რამდენიმე კვირის მერე გამიქრა

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი

 

დუდის სიზმარი

emeralddream

ყოველი დაძინების წინ ერთსა და იმავეს ვფიქრობ: იქნებ სიზმრად მაინც ვნახო რამე კარგი, რასაც გულს გადავაყოლებ, მაგრამ ესეც არ მისრულდება.  ადრე სიზმრებს მაინც ვხედავდი და ახლა ეგეც სანატრელი გამიხდა. ეს ყველაფერი ან სასჯელია, ან ერთი ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც მე ვაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას. თუ სასჯელია, რა თქმა უნდა, ღვთის სასჯელი უნდა იყოს, მაგრამ სიზმარზე ყურადღების მიქცევა ხომ არ არის ეკლესიური ქმედება.  მაშინ, იქნებ სულაც ჯილდოა? მაგრამ რისთვის? განა უფლისგან რამე ჯილდოს ვიმსახურებ? მე ხომ ეკლესიაშიც აღარ დავდივარ, არც ლოცვებს ვკითხულობ და აღარც მარხვას ვიცავ. იქნებ ეს ყოველივე სულაც არ უკავშირდება სარწმუნოებას და მხოლოდ საკუთარი რწმენის შედეგია?  მე ხომ დღითიდღე ვყალიბდე რეალისტად და შესაძლოა ქვეცნობიერად სულაც უარი ვთქვი ილუზიურ სიზმრებზე. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რაღატომ მინდა სიზმრის ნახვა? იქნებ მე მინდა, მაგრამ მე არ მინდა? საკითხავია, რომელ მეს უნდა. ნამდვილისა და ალტერნატიულის გარჩევა უკვე ძალიან ძნელია, ალბათ უფრო იმას ენდომება, ლექსებს რომელიც წერს. მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი სურვილის საპირისპიროდ ხდება თითქმის ყველაფერი..

რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება, რადგან იგი ხშირად მარცხდება ამ ბოლო დროს მისსავე გამოძახილთან? შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ მომენტში – ყოველთვის. მაშინ რატომ იწერება ისევ ლექსები, ეს ხომ მეორეს არ შეუძლია. გამოდის, რომ ორივე საჭიროა, ორივეს თავისი ადგილი უჭირავს და რომ იყოს მხოლოდ ერთი, ის ერთი ვერ შექმნიდა ერთს. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია მათი შეთანხმებულად მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ დათმობებზე წასვლა ორივეს მხრიდან. ერთიანი ძალებითა და ობიექტურობით ისინი ბევრად უკეთეს ერთს შექმნიან, ვიდრე ცალ-ცალკე გაუაზრებელი, შეუთანხმებელი და აუწონ-დაუწონავი მოქმედებით.

შეიძლება ბანალურად, დაუჯერებლად ან უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც ეს ყოველივე ტელეფონში ავკრიფე და გვერდზე გადავდე, მალევე ჩამეძინა და ისეთი სიზმარი ვნახე (რა თქმა უნდა, არ დავკონკრეტდები), რომელსაც ოცნებითაც კი ვერ წარმოვიდგენდი. ამის შემდგომ დღეს ვუყურე ფილმს “The Secret” და დავიწყე ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღის” კითხვა. ამ ყველაფერმა თითქოს ბალანსი მაპოვნინა საკუთარ ცნობიერებაში და ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მხოლოდ კარგზე ვფიქრობ.

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი