Just სიზმრები

დუდის სიზმარი

emeralddream

ყოველი დაძინების წინ ერთსა და იმავეს ვფიქრობ: იქნებ სიზმრად მაინც ვნახო რამე კარგი, რასაც გულს გადავაყოლებ, მაგრამ ესეც არ მისრულდება.  ადრე სიზმრებს მაინც ვხედავდი და ახლა ეგეც სანატრელი გამიხდა. ეს ყველაფერი ან სასჯელია, ან ერთი ჩვეულებრივი მოვლენა, რომელსაც მე ვაქცევ განსაკუთრებულ ყურადღებას. თუ სასჯელია, რა თქმა უნდა, ღვთის სასჯელი უნდა იყოს, მაგრამ სიზმარზე ყურადღების მიქცევა ხომ არ არის ეკლესიური ქმედება.  მაშინ, იქნებ სულაც ჯილდოა? მაგრამ რისთვის? განა უფლისგან რამე ჯილდოს ვიმსახურებ? მე ხომ ეკლესიაშიც აღარ დავდივარ, არც ლოცვებს ვკითხულობ და აღარც მარხვას ვიცავ. იქნებ ეს ყოველივე სულაც არ უკავშირდება სარწმუნოებას და მხოლოდ საკუთარი რწმენის შედეგია?  მე ხომ დღითიდღე ვყალიბდე რეალისტად და შესაძლოა ქვეცნობიერად სულაც უარი ვთქვი ილუზიურ სიზმრებზე. თუ ეს მართლა ასეა, მაშინ რაღატომ მინდა სიზმრის ნახვა? იქნებ მე მინდა, მაგრამ მე არ მინდა? საკითხავია, რომელ მეს უნდა. ნამდვილისა და ალტერნატიულის გარჩევა უკვე ძალიან ძნელია, ალბათ უფრო იმას ენდომება, ლექსებს რომელიც წერს. მაგრამ საბოლოოდ მაინც მისი სურვილის საპირისპიროდ ხდება თითქმის ყველაფერი..

რას ნიშნავს ეს? იმას ხომ არა, რომ მის არსებობას საფრთხე ემუქრება, რადგან იგი ხშირად მარცხდება ამ ბოლო დროს მისსავე გამოძახილთან? შეიძლება ითქვას, რომ გადამწყვეტ მომენტში – ყოველთვის. მაშინ რატომ იწერება ისევ ლექსები, ეს ხომ მეორეს არ შეუძლია. გამოდის, რომ ორივე საჭიროა, ორივეს თავისი ადგილი უჭირავს და რომ იყოს მხოლოდ ერთი, ის ერთი ვერ შექმნიდა ერთს. ამიტომ, საუკეთესო ვარიანტია მათი შეთანხმებულად მოქმედება და საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ დათმობებზე წასვლა ორივეს მხრიდან. ერთიანი ძალებითა და ობიექტურობით ისინი ბევრად უკეთეს ერთს შექმნიან, ვიდრე ცალ-ცალკე გაუაზრებელი, შეუთანხმებელი და აუწონ-დაუწონავი მოქმედებით.

შეიძლება ბანალურად, დაუჯერებლად ან უაზროდ მოგეჩვენოთ, მაგრამ როდესაც ეს ყოველივე ტელეფონში ავკრიფე და გვერდზე გადავდე, მალევე ჩამეძინა და ისეთი სიზმარი ვნახე (რა თქმა უნდა, არ დავკონკრეტდები), რომელსაც ოცნებითაც კი ვერ წარმოვიდგენდი. ამის შემდგომ დღეს ვუყურე ფილმს “The Secret” და დავიწყე ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღის” კითხვა. ამ ყველაფერმა თითქოს ბალანსი მაპოვნინა საკუთარ ცნობიერებაში და ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მხოლოდ კარგზე ვფიქრობ.

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s