Just სიზმრები

როგორ ვნახოთ სიზმარი?

ბავშვობიდან გიყვარდა სიზმრები? გხიბლავდა ფრენა? უზომო სიმდიდრე? მიუწვდომელ სიყვარულთან ჩახუტება და ალერსი? გაქცევა შეუჩერებლივ და სიკვდილთა მრავალფეროვნება?.. გავიდა კვირაზე, თვეზე, წელიწადზე მეტი და სიზმარი არ გინახავს? გენატრება ,,სასწაულების” საკუთარი თვალით ხილვა??? მაშ გილოცააავ! შენ მოხვდი იმ ადგილას, სადაც გასწავლიან 9-ჯერ სიკვდილს და 9-ჯერ აღდგომას, მფრინავი ხალიჩით მსოფლიოს შემოვლას და 69-ში ვუდსტოკზე დასწრებას…

ტუტორიალი-მუტორიალი არ ვიცი მე… ეს არის პატარა ,,რეცეპტი”, რომელიც პირადი დაკვირვების შედეგად შევადგინე…

ე.ი. საღამოსთვის უნდა შევკრიბოთ მეგობრები, 4-5 ადამიანი სავსებით საკმარისია… მეგობართაგან ერთერთს უნდა ჰქონდეს კერძო სახლი ან ბაღი, სადაც ცეცხლის დანთებას შევძლებთ… ვკრებთ ფულს და იმის მიხედვით თუ რისი საშუალება გვექნება ვყიდულობთ: სამწვადეს, ქათმის ბარკლებს, სოსისს ან გაჭირვებულ შემთხვევაში კარტოფილს, რომელსაც ნაკვერჩხალში შევწვავთ…

როდესაც ეს ყველაფერი მოგვარდება, ვხედავთ, რომ რა თქმა უნდა რაღაც გვაკლია და რა თქმა უნდა ეს ,,რაღაც” სასმელია! რაც შეეხება დასალევს არავითარ შემთხვევაში არ ვსვამთ არაყს, ჭაჭას და მისთანებს, თუკი სიზმრის ნახვა გვინდა… სასურველია დავლიოთ დიდი რაოდენობით ლუდი, ან შედარებით მცირე რაოდენობით წითელი ღვინო… ეს შეკრება, დროსტარება, ჭამა-სმა და ღრეობა უნდა გაგრძელდეს ღამის 1-2 საათამდე… სახლში მობანცალებულნი ვსხდებით კომპიუტერთან და რადგან არაფრის წაკითხვის თავი არ გვაქვს, სკაიპში ვესაუბრებით მეგობარს თან ვცდილობთ, რომ 3 საათამდე არ გაგვექცეს, 3-ზე კი თავად ვემშვიდობებით და დასაძინებლად მივდივართ…

მაღვიძარას ვაყენებთ დილის 9 საათისთვის და ვიძინებთ… თუ მოხდა სასწაული და დილის 9 საათზე გაღვიძებულებმა გავიაზრეთ, რომ მთელი ღამის მანძილზე სიზმარი არ გვინახავს, არც ეს არის პრობლემა, რადგან მთავარი ,,მასიზმრებელი” და სასიამოვნო პერიოდი წინ გვაქვს… ნახევრადგახელილი თვალით ტელეფონზე ვმართავთ მაღვიძარას 09:20–ზე. ვინც დილის ძილის მოყვარული არ ხართ და არ იცნობთ ფუფუნების ამ მხარეს, ალბათ ფიქრობთ, 20 წუთით დაძინებას რა აზრი აქვსო… მაგრამ მე გეტყვით, რომ ეს 20 წუთი შეიძლება უფრო ხანგრძლივად მოგეჩვენოთ, ვიდრე, ზოგიერთი, 3–4 საათი და რაც მთავარია დილის ძილის დროს აუცილებლად ნახავთ სიზმარს, თანაც არაერთს… მაღვიძარას დარეკვის შემდეგ კიდევ 15–15 წუთით 2–ჯერ ჩავიძინებთ და 10 საათზე, როცა ფეხზე ვიდგებით შეგვეძლება გავაანალიზოთ და შევაფასოთ ჩვენი ირეალური თავგადასავლები!

წარმატებებს გისურვებთ! თქვენი Qilipa :*

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s