Just სიზმრები

კოშმარული სიზმრები

რამდენიმე დღის წინ სოციოლოგიაში პრეზენტაცია მქონდა. თემა იყო: ”მასმედია, როგორც აგრესიის სტიმულატორი”. პრეზენტაციაში ყურადღება ბავშვებზე უნდა გაგვემახვილებინა. გუნდური რადგან იყო, ბოლო მომენტში გადაწყდა რაღაცეების ჩამატება-ამოღება, ამიტომ გამოსვლის დროს დავიბენი და ცოტა ვიბორძიკე კიდეც  🙂 . ეგ არაფერი, მაინც არავინ შეიმჩნია. თანაც, მუშაობის პროცესში ბევრ სასარგებლო ინფორმაციას გავეცანი. ბოლობოლო გავარკვიე რატომ მესიზმრებოდა ბავშვობაში კოშმარული სიზმრები.

ჩემმა ლექტორმა ძალიან კარგი წიგნი მათხოვა, რომელშიც დეტალურად იყო განხილული მედიის გავლენა საზოგადოებაზე. ერთ-ერთი თავი მთლიანად ბავშვების საკითხს ეთმობოდა. ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ მედია ხშირად არის ბავშვებში შიშის გამომწვევი ფაქტორი. მხატრული ფილმების უმრავლესობა 93% საშიშ სცენას შეიცავს. მეცნიერებმა ბავშვებზე მხარტრული ფილმების ზეგავლენას ”ემოციური დაპყრობა” უწოდეს. შიშები, რომლებიც დროთა განმავლობაში გროვდება, შესაძლოა ნებისმიერი სახით გამოვლინდეს. ერთ-ერთი ასეთი გამოვლინებაა კოშმარული სიზმრები.

კარგი მეხსიერება მაქვს, ამიტომ თითქმის ყველა ბავშვობის კოშმარული სიზმარი მახსოვს. რამდენიმეს აქაც მოვიყვან. ერთხელ, დამესიზმრა, რომ ჩემს დას ფეხი მოძვრა, დედაჩემმა კი მოტეხილი ფეხი ძალიან მშვიდი სახით უნიტაზში ჩარეცხა. გამოღვიძებული, დიდხანს ვუმოწმებდი ქეთის (ჩემი და) ფეხებს, სანამ არ დავრწმუნდი, რომ ორივე ადგილზე ჰქონდა, იქამდე ვერ დავმშვიდდი. დედაჩემზე გაბრაზებამ კარგა ხანს არ გადამიარა (იმის მიუხედავად, რომ მშვენივრად ვიცოდი, ეს ყველაფერი სიზმარში მოხდა და რეალობასთან კავშირი არ ჰქონდა) – ვფიქრობდი ასე მშვიდად როგორ გაატანა ქეთის ფეხი წყალს-მეთქი.

ერთ სიზმარში დავიკარგე. ღამე იყო და ყველგან დედაჩემს ვეძებდი. ბაზრის ტერიტორიაზე აღმოვჩნდი. ქერა ქალს რომ დავინახავდი მოდიოდა (იმ პერიოდში დედას ქერად ჰქონდა თმა შეღებილი) გახარებული გავრბოდი. შორიდან დედა მეგონა, რომ მივუახლოვდებოდი სხვა იყო. ასე გამწარებული, მივსდევდი ყველა ქერათმიან ”ციგანს”. სიზმარში ხშირად ვიკარგებოდი, ხან მეტროს ვაგონში ვერ ვასწრებდი დედაჩემთან ერთად შესვლას, ან მე შევდიოდი და დედა გარეთ რჩებოდა.

ბოლოს ვისწავლე, როცა ცუდ სიზმარს ვხედავდი, არ ვიცი როგორ, მაგრამ ჩემს თავს შთავაგონებდი – ეს ცუდი სიზმარია და უნდა გაიღვიძო-მეთქი. სხვათაშორის გამომდიოდა. ეგ კი არა და, ზოგჯერ რეალურ ცხოვრებაშიც მიმტკიცებია საკუთარი თავისთვის სიზმარს ხედავ-მეთქი. ერთხელ არც ამ ხერხმა გასჭრა.

დამესიზმრა, ვითომ მანქანაში ვისხედით მე, ჩემი და და ბაბუაჩემი. ჩემი და მძღოლის ადგილზე, მე – მის გვერდით, ბაბუაჩემი – უკან. მოულოდნელად, ქეთიმ მანქანა დაძრა. მე და ბაბუა ვეხვეწებოდით – გააჩერე-თქო, მაგრამ მანქანა აღარ ჩერდებოდა. ამ სიზმარში იმდენი ვარწმუნე საკუთარი თავი სიმარში ხარ გაიღვიძე-მეთქი, მაგრამ ტყუილად – არაფერი გამომივიდა. მზე ისე მცხუნვარედ ანათებდა, ნამდვილი მეგონა. მანქანიანად კლდიდან რომ გადავეშვით, მაშინ გამოვფხიზლდი. აი, ასეთ კოშმარულ სიზმრებს ვხედავდი ბავშვობისას.

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s