Just სიზმრები

იესო (ჯესუსა) ვნახე – ,,სიზმარი”

პოსტის ავტორი: Nochura Sebiskko

ყველას ვურჩევ შეხედოს იუმორის თვალით ამ ჩანაწერს.

ათეისტებს კი ვთხოვ ხმამაღლა ნუ იცინით ბავშვს ვაძინებ :)

მაგრამ თქვენი აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანნია!

 

 

სახლში დაბრუნებისას ისე მომშივდა, კუჭს გინების თავიც კი არ ქონდა. გამოვაღე მაცივარი, მაგრამ რად გინდა, ერთ ნაგლეჯს “ხორცს” ვერ ნახავდა კაცი… :)

გადავწყვიტე “დავპურებულიყავი” ჩემებურად და რაც კი რამ გამაჩნდა სამზარეულოში ეს იყო: კარტოფილი (ფრენჩ ფრი) – ვსვეცკაობთ, მაკარონი (სპაგეტი) – იტალიურად ვსვეცკაობთ და შავი პური (ღმერთი) – ზებუნებრივად ვსვეცკაობთ… მივირთვი პიურე (ფრანგულად ვისვეცკავე), ასევე შემწვარი კარტოფილი (ამერიკული გადმონაშთი), ზედ სპაგეტი დავაყოლე პურთან ერთად და ქართულად გამოვძეხი. სახამებელ ფართის მერე, ნანეტარყუჩი “სიფათით” მივეგდე კრესლოში და ჩავუჯექი ფეისბუქს.

შუაღამის 4 საათი სრულდებოდა. პირწიგნაკელების აქტიურობამ საგრძნობლად იკლო. ფრენდებიც ხელიდან მეცლებოდა ონლაინიდან-ოფლაინისკენ. ვგრძნობდი თვალზე ბინდი მეკვროდა, ბოლოს კი ბნედა მეცა ლამის. ვხვდებოდი რომ დრო იყო ლოგინი გამეთხარა და ჩემი ჭრაჭუნა ბებრუცუნა ძვლები შემეყარა ჩემ მიერ დაგესლილ და მოზომილ თბილ კვადრატში. ოთხით მივედი ფორთხვით ლოგინამდე. მხოლოდ ის მოვახერხე რომ მენჯი ამეწია და დამედო ლოგინზე. ლეიბზე თავი დავდე და ზედ 3 ბალიში დავილაგე ბიჭოლას ბალიშების

იმიტირებას ვაკეთებდი, რომ უეცრად ჩამეძინა…

მივეცი ღრმა ძილს, ძილს ისეთს რომ ნოეს შეძახილი “ეეთრიე, სიდან მოვდივარ ნეტა იცოდეო” ვერ გამომაგვიძებდა. სიფხიზლეში არა, მაგრამ სიზმარში მქონდა მეორედ მოსვლა.

 

გავიხედე სერზედაო და დავინახე ჩვენი იესო (ჩემთვის ჯესუსა), მორბოდა და მოწკაპუნებდა, ფორმას ნუ მკითხავთ, მაგრამ მაინც მომიწევს აღწერა. ეცვა მუხლებამდე მოცისფრო პენუარი და დედამისის მაღალყელიანი, მაღალქუსლიანი ჩექმები. თმები ქონდა გაწეწილი, იღლიაში “რედიკული” ამოდებული, “გადაშპაკლული” სახე გაურკვეველი ტონალურით. როგორც დავადგინე “ხელოუვინიდან” ბრუნდებოდა რომ ვკითხე თუ ვის განასახიერებდა, მითხრა ანტი ქრისტესო :) )) გალეწილ-გათხლეშილი იყო, ენას ძლივს ატრიალებდა. მეგონა უწყინარი სიმთვრალე ქონდა, მაგრამ შევცდი თან როგორ, იმდენად შევცდი, მგლის ტყავში გადაცმული ცხვარი რომ მეგონა, თურმე პირიქით აღმოჩნდა. მოკლედ შეცდენილი დავრჩი…

არ ვიცი რამ გაამწარა ჩემზე თუ კაცობრიობაზე, არც ის ვიცი რას დავაბრალო ის თუ ასეთი გაბოროტებული რატომ იყო, ალბათ ეს ზედმეტი სასმელის ბრალია. რომ ვკითხე რა ყლურწემეთქი, კოქტეილები “სექსი პლაჟზე” და ბოლოს “ორგაზმი კივილ-წივილითო”. გაილეწებოდა აბა რა მოუვიდოდა ამ საწყალს :)

უეცრად სახე შეეცვალა და მეუბნება ასეთ რამეს:

– იცი იმდენი საქმე დამიგროვდა ოფისში, საერთოდ რად მინდოდა რომ მოვიკიდე ზურგზე ეს ადამის განვითარების პროექტიო… შენ კი აქედანვე იცოდე რომ 40 წლამდე იცოცხლებო, სული მჭირდება ოფისში რიგი მიდგასო. დამაყვედრა ის, რომ სული ხომ წავართვი სხვას გაუფრთხილებლად და შენ მოგეციო, შენ კი რა გინდა გაფრთხილებ წინასწარ და ასე, რომ მოასწარი რაც კი რა მოსასწრები გაქვსო. სიმართლე გითხრად სახტად დავრჩი, ყბა ჩამომივარდა და გვერდით არც არავინ მყავდა რომ აეწია.

შე მამა სულიერო, ძე ღვთისავ, თუ სიკეთეს აკეთებ ეს დაყვედრება რაღა მეტიჩრობა იყო ახლა ა? აი ზუსტად მაშინ მივხვდი, რომ ღმერთი უსამართლოდ მომექცა როგორც იმ სხვას, ჩემს გამო სული რომ ამოუყვანა კისერში (პირველად გავიგე არც ეგ ამბავი ვიცოდი). ამომასხა (არ ვიცი რამ) გლანდებში და რაც სათქმელი მქონდა პირში მივახალე. ის რომ უაზრო ფორმა ეცვა, სულ არ უხდებოდა წითელი ღაჟღაჟა პომადა. იმითაც კი დავემუქრე, რომ დედაშენს მოვუყვები ამ ბოლო დროს როგორც მექცევითქო და პასუხი იყო “მკიდიაო” 0_O არ ვიცი, რა ვიფიქრო არ ვიცი… როგორ შეიძლება ღმერთი ასე უცებ შეიცვალოს, ხასიათის გაფუჩება მესმის, მაგრამ 180 გრადსით შებრუნება?!  ნწუ, რაღაცაშია საქმე. რა სიტყვები აღარ ვაკადრე, შე უნამუსო, შე გარეწაროთქო, არაფერმა არ გაჭრა. პირიქით აქეთ მლანძღავდა “მოდი აქ აურა უნდა დაგიბინძურო და სული აგიტალახოვო”. :-| |||||||

ასე ჭიდაობაში გამომეღვიძა. ჯვარი იატაკზე ეგდო საცოდავად. მინდოდა ამეღო, ჩამომეკიდა ისევ ყელზე და მეპატიებინა ღმერთისთვის ყველაფერი რაც მან გამიკეთა, მაგრამ ვერ შევძელი. ვერ შევძელი იმის გამო, რომ მე მან პატიების ძალაც კი არ დამანათლა. მეც ისეთივე ჩვეულებრივი ცხოველი ვარ, როგორც სხვა ცხოველი…

პატივისცემით, ნოჩურა 🙂

 

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი


Advertisements

3 responses

  1. აი ამას შენს ადგილზე ნამდვილად არ დავდებდი… მაპატიე ნოჩურ მაგრამ მარაზმია!!!!!

    November 14, 2010 at 7:56 pm

    • რას ერჩი ქეთ? ყველა განსხვავებულ სიზმარს ვხედავთ, მაგრამ ყველა სიზმრის ადგილი ამ ,,საცავშია” 🙂

      November 14, 2010 at 8:02 pm

  2. November 17, 2010 at 11:54 am

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s