Just სიზმრები

გამოყენებითი სიზმრები

როგორც გამოჩენილი უცხოელი მესენჯერი და საზოგადო მოღვაწე სკაიპი იტყოდა Take a deep breathe და ყურადღება მივაქციოთ წუხელ მომხდარ ფაქტს, რომელიც ერთგვარ აღმოჩენად, დაკვირვებად, ახალ გატაცებად ან უბრალოდ ახალ გატრაკებად შეიძლება ჩაითვალოს.

სიზმრები ბავშვობიდან მაინტერესებდა, მიკვირდა, მაოცებდა, მაშინებდა, მაბოლებდა და მენამიოკებოდა ხოლმე. მიყვარდა სიზმრების ნახვა, იმ მიზეზითაც, რომ სიტუაციის ცხადში  წარმოდგენაზე საჭირო ფიქრსა და გათვლებს  ავტომატურად თავის თავზე იღებდა და ისღა დამრჩონდა, რომ მისი შერჩეული სცენარისთვის სამგანზომილებიანი მფშვინავი სათვალე მომერგო და რაღაც განმეცადა.

შემდეგ, თითქოსდა მიმავწიყდა სიზმრების არსებობა, იშვიათად ვხედავდი და აღარც ვფიქრობდი მათზე. არც წუხელ მიფიქრია დაძინებამდე, თუმცა მაინც გადაწყვიტეს ჩემთვის თავი შეეხსენებითან და ახალი სცენარის პრემიერის 1 ბილეთი ჩამიკუჭეს ტვინის ხვეულებში.

საერთოდ არ მახსოვს წუხანდელი სიზმრის სიუჟეტები და გმირები, მაგრამ მასში იყო რაღაც, რაც აქამდე არასოდეს ყოფილა. მასში იყო სარგებელი.

რაც შეეხება კონკრეტულ გამოყენებითობის მაგალითს, რაც ზუსტად დამამახსოვრდა ამ სიზმრიდან. თუმცა დამამახსოვრდა მაგალითის ფორმა და არა უშუალოდ მაგალითი. ეს იყო სიზმარში გამოგონებული ორი ანეკდოტი. დიახ, სრული სერიოზულობით ვაცხადებ, რომ მე წუხანდელ სიზმარში ორი ანეკდოტი გამოვიგონე, თუმცა სამწუხაროა, რომ მათგან არც ერთი არ დამამახსოვრდა. მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის სამწუხარეობა. მთავარია, რომ რაღაც ახალ პრინციპს მივაგენი და შემიძლია მისი კარგად დამუშავება ვცადო.

წყარო – პოსტის ავტორის მისამართი

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s